ქუთაისში პატიმრის შვილმა თავზე ბენზინი გადაისხა
ქუთაისის სასჯელაღსრულების მეორე დაწესებულებასთან პატიმარ რუსლან პერტაიას შვილმა თავის დაწვა სცადა. პერტაიამ თავზე ბენზინი გადაისხა, თუმცა ადგილზე მობილიზებულმა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა მას თავის დაწვის საშუალება არ მისცა.
“მამას მიკლავენ და ამიტომ მეც უნდა მოვიკლა თავი. ასე ცხოვრება აღარ შემიძლია”, – განაცხადა ბექა პერტაიამ.
ასევე ადგილას მობილიზებულია სახანძროსა, და სასწრაფოს ბრიგადები.