ღარიბაშვილი თავდაცვის სკანდალთან დაკავშირებით ალასანიასთან საუბარს აპირებს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თავდაცვის სამინისტრო მარალჩინოსნების დაკავების ფაქტს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ამ საკითხზე ირაკლი ალასანიასთან საუბარს აპირებს. როგორიც პრემიერმა “ტელეიმედის“ გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა, პროკურატურამ და თავის მხირვ სასამართლომ ობიექტურად და მაქსიმალურად გამჭვირვალედ უნდა იმოქმედონ, რათა სიმართლე დადგინდეს.
“პირდაპირ საკითხის დასმა მემგონი არ შეიძლება, ვინაიდან ეს საქმე არის რეზონანსული. მე საზოგადოებას განვუმარტავ, თუ რა ინფორმაციას ვფლობ, როგორც მთავრობის მეთაური, მე რა ინფორმაციაც მომაწოდეს… ვნახე პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თქვენ ნახეთ რომ იქ არის სერიოზული კითხვები. მძიმე საქმეა, მეც განვიცდი ამას ბუნებრივია ამას გულგრილი ვერ შევხვდები, როცა საქმე ეხება ჩემი მთავრობის ერთ-ერთი მთავარი მინისტრის უწყებას იქა აგორებულ “სკანდალს“ სავარაუდო კორუფციულ საქმეს და მაღალჩინოსნების დაკავებას, ამაზე მეც ვგრძნობ ჩემ წილ პასუხისმგებლობას, რომ მოსახლეობას განვუმარტო თუ რასთან გვაქვს. რა თქმა უნდა უნდა ჩატარდეს ობიექტური და გამჭვირვალე გამოძიება, არც ქვეყნის შიგნით და არც გარეთ არცერთი კითხვა არ უნდა დარჩეს, მეორეს მხრივ სასამართლომ დამოუკიდებელი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება ვიმსჯელოთ. მეც მაქვს შეკითხვები, ვინაიდან ამ საქმის შემდეგ არ მინახავს მინისტრი ალასანია, მე ვაპირებს საუბარს მასთან, თავადაც განმარტავს საზოგადოებისთვის თუ რასთან გვაქვს საქმე, ის რაც ჩვენ პროკურატურისგან მოვისმინეთ და თუ ეს დანაშაული დამტკიცდება, რა თქმა უნდა, მძიმე გადაწყვეტილება იქნება და მძიმე პასუხისმგებლობას დააყენებს სამინისტროს მაღალჩინოსნების, მე არ ვარ გამომძებელი, პროკურორი“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.