მაია ბითაძე: ჩვენი კარგი მუშაობის შედეგია ის, რომ ეუთომ კიდევ ერთხელ ხაზგასმით განაცხადა, რომ საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევა არ შედის არცერთი საერთაშორისო ორგანიზაციის დღის წესრიგში

პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის განცხადებები შეაფასა.

„ჩვენი კარგი მუშაობის შედეგია ის, რომ ეუთომ კიდევ ერთხელ ხაზგასმით განაცხადა, რომ საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევა არ შედის არცერთი საერთაშორისო ორგანიზაციის დღის წესრიგში. მათ კიდევ ერთხელ, ხაზგასმით დაგმეს სახელმწიფო ინსტიტუტებზე თავდასხმის ნებისმიერი მცდელობა და ასევე ხაზი გაუსვეს იმას, რომ პოლიტიკური დიალოგის ადგილი არის პარლამენტში და არა ქუჩაში რადიკალიზაციის საშუალებით“, – აღნიშნა მაია ბითაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები