არჩილ გორდულაძე: ყულევზე შეტევა და თავდასხმა „კოლექტიური ნაცმოძრაობის მხრიდან“ არის თავდასხმა საქართველოს ენერგო დამოუკიდებლობაზე

“ყულევზე შეტევა და თავდასხმა „კოლექტიური ნაცმოძრაობის მხრიდან“ არის თავდასხმა საქართველოს ენერგო დამოუკიდებლობაზე,”- ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.

„ეს არის ძალა, რომელიც იბრძვის ჩვენი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ ყველა ფორმით. მნიშვნელოვანია, რომ ერთხელ და სამუდამოდ მათ ბოგინს ჩვენს ქვეყანაში დაესვას წერტილი სამართლებრივად. ყულევზე შეტევა და თავდასხმა „კოლექტიური ნაცმოძრაობის მხრიდან“ არის თავდასხმა საქართველოს ენერგო დამოუკიდებლობაზე“, – აღნიშნა არჩილ გორდულაძემ.

ცნობისთვის, ევროკავშირმა ყულევის ნავთობის ტერმინალი სანქციათა მე-20 პაკეტიდან ამოიღო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები