“პარლამენტის ბოიკოტირება, შემდეგ უკვე არჩევნების ბოიკოტირება იყო შეცდომა და ეს ჩვენი პოლიტიკური ძალისგან ბევრჯერ გაგიგიათ” – ტატა ხვედელიანი
“პარლამენტის ბოიკოტირება, შემდეგ უკვე არჩევნების ბოიკოტირება იყო შეცდომა და ეს ჩვენი პოლიტიკური ძალისგან ბევრჯერ გაგიგიათ”, – ამის შესახებ პარტია “საქართველოსთვის” წევრმა, ტატა ხვედელიანმა განაცხადა.
“შესაბამისად, განვაახლეთ საპარლამენტო მუშაობა და ვიყენებთ ნებისმიერ მშვიდობიან გზას, რათა შევამციროთ “ოცნების” ამომრჩეველი.
რაც შეეხება სხვა პუნქტებს, რაზეც საუბრობენ ეუთოს წარმომადგენლები, რა თქმა უნდა, დიალოგი არის ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი და მოცემულობა, რომელიც უნდა დადგეს ჩვენს ქვეყანაში, მაგრამ ამ დიალოგს ანგრევს ორი ძალა – “ქართული ოცნება” და “ნაციონალური მოძრაობა”, – განაცხადა ტატა ხვედელიანმა.