ლევან მაჭავარიანი: ჩვენ მოვახერხებთ იმას, რომ კონკრეტული მიმართულებებით ფასები დაიკლებს
“ყველას ჩართულობით ჩვენ მოვახერხებთ იმას, რომ კონკრეტული მიმართულებებით, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია რიგითი მოქალაქისთვის, ფასები დაიკლებს”, – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.
მისი თქმით, აპრილამდე კონკრეტულ პროდუქტებზე ფასები შემცირდება.
„ჩვენ არ ველოდებით აპრილის დასასრულს, როდესაც ეს მუშაობა უნდა მორჩეს – დარწმუნებულები ვართ, რომ რაღაცა მიმართულებებით ფასები უკვე დაიწყებს კლებას. ზოგადად ჯამში რომ შევაფასო, ჩვენ ვხედავთ კონკრეტულ სივრცეებს, სადაც შესაძლებელია ფასების კლება და აქედან გამომდინარე, როგორც მთავრობა, ისე პარლამენტი ძალიან სერიოზულ შრომას გავწევთ იმისათვის, რომ ერთი მხრივ ბიზნესი დარჩეს ხელშეუხებელი, ხოლო მეორე მხრივ აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ სოციალური პასუხისმგებლობა და არ უნდა მოხდეს ბიზნესის მოგების გენერირება იმის ხარჯზე, რომ რიგითმა მოქალაქეებმა ვერ შეიძინონ მათთვის უმნიშვნელოვანესი სასურსათო პროდუქცია“, – აღნიშნა მაჭავარიანმა.