“საქართველომ დაამტკიცა, რომ არა მხოლოდ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან შეუძლია, ძალიან წარმატებით მოიზიდოს ფინანსური რესურსი, არამედ უკვე ღია ბაზარზეც შეუძლია, ძალიან წარმატებული იყოს” – ლაშა ხუციშვილი
“საქართველომ დაამტკიცა, რომ არა მხოლოდ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან შეუძლია, ძალიან წარმატებით მოიზიდოს ფინანსური რესურსი, არამედ უკვე ღია ბაზარზეც შეუძლია, ძალიან წარმატებული იყოს, წარმატებით მოახდინოს ობლიგაციების გამოშვება”, – ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა ისაუბრა.
„ამის მიუხედავად, ჩვენ ძალიან დიდი სამუშაო გავწიეთ. ძალიან ბევრი ვიმუშავეთ ინვესტორებთან. ინვესტორებს დეტალურად გავაცანით საქართველოს მდგომარეობა. ის, რომ ბოლო 5 წლის განმავლობაში მსოფლიოში საქართველოში არის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკა, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით და იგი საშუალოდ, 9,3%-ია. ის, რომ ფისკალური მონაცემები, როგორც ვალის მიმართულებით, ასევე ბიუჯეტის დეფიციტის მიმართულებით, ნამდვილად საუკეთესოა, ბუნებრივია, ეს ინვესტორებში დამატებით ნდობას იწვევს და ზოგადად, ის პოლიტიკა, რა პოლიტიკასაც ქვეყანა, საქართველოს მთავრობა ახორციელებს. ყველაფერმა ამან მოიტანა ის, რომ ინვესტორების მხრიდან ძალიან დიდი ნდობა და ძალიან დიდი ინტერესი იყო.
ზოგადად, ითვლება, რომ დაახლოებით, 2-2,5-ჯერ მეტი მოთხოვნა ითვლება საკმაოდ კარგ შედეგად, თუმცა ამ შემთხვევაში 5,5-ჯერ აღემატებოდა ბაზარზე შეთავაზებულ ვარიანტს ინვესტორების მხრიდან მოთხოვნა, რაც განსაკუთრებულ დიდ ნდობას აჩვენებს ინვესტორების მხრიდან. ამ მიმართულებით საქართველომ დაამტკიცა, რომ არა მხოლოდ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან შეუძლია, ძალიან წარმატებით მოიზიდოს ფინანსური რესურსი, არამედ უკვე ღია ბაზარზეც შეუძლია, ძალიან წარმატებული იყოს, წარმატებით მოახდინოს ობლიგაციების გამოშვება.
ეს არის ჩვენი გრძელვადიანი სტრატეგიის ერთ-ერთი ნაწილი, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ვაპირებთ აქტიურობას არა მხოლოდ ევროობლიგაციების ბაზარზე, არამედ სხვა ბაზრებზეც, მათ შორის აზიის ბაზრებზეც, რომელიც ძალიან საინტერესოდ გამოიყურება“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.
ცნობისთვის, საქართველოს მთავრობამ 500 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ევროობლიგაციების გამოშვება/რეფინანსირება წარმატებით განახორციელა.