ლაშა ხუციშვილი: ევროობლიგაციების გამოშვებით ბანკებსაც და კომპანიებსაც ნამდვილად შეუმცირდებათ საპროცენტო განაკვეთები, როდესაც ისინი განათავსებენ სხვადასხვა ბაზარზე

“სახელმწიფოს მიერ გამოშვებული ევროობლიგაციები არის ერთგვარი ნიშნული ე.წ ბენჩმარკი ნებისმიერი ბიზნესისთვის საქართველოში. ეს იქნება საფინანსო დაწესებულება თუ სხვა ბიზნეს ოპერატორი. ეს ხელს შეუწყობს ბიზნესს”, – ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა ევროობლიგაციების გავლენაზე კერძო სექტორთან მიმართებით საუბრისას განაცხადა.

„როდესაც ქვეყნის რეიტინგი დგება, რომელიც აჩვენებს, რომ ნაკლებრისკიანია ქვეყანა, ავტომატურად ნიშნავს ეს, რომ ის კომპანიები, რომლებიც ამ ქვეყანაში მონაწილეობენ ბიზნესში, ისინიც შედარებით ნაკლებრისკიანები არიან. ნაკლები რისკი კი ნიშნავს უფრო დაბალ პროცენტს და დაბალ პროცენტში მოზიდულ ფინანსებს ნებისმიერი კერძო კომპანიისთვის საქართველოში. ეს მნიშვნელოვანი ნიშნული იქნება ნებისმიერი კერძო კომპანიისთვის, რომელიც აპირებს დამატებით ფულადი რესურსის მოძიებას საზღვარგარეთ“, – აღნიშნა ლაშა ხუციშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები