ეკა ბესელიას შვილი, რატი მილორავა დააკავეს

პოლიტიკური პარტია “სამართლიანობისთვის” ლიდერის, ეკა ბესელიას შვილი, რატი მილორავა დააკავეს.

გავრცელებული ინფორმაციით, მილორავა არაფხიზელ მდგომარეობაში ჯერ პოლიციას არ დაემორჩილა, ხოლო შემდეგ ავტომანქანას დაეჯახა, როდესაც შემთხვევის ადგილიდან მიმალვას ცდილობდა.

როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, მილორავას დაკავება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით მოხდა, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები