პედაგოგთა შესახებ კანონპროექტის განხილვა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა – ვიდეო
განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა.
დეპუტატები მასწავლებელთა სერტიფიცირების ალტერნატიული მოდელის შემოღებასთან დაკავშირებულ კანონპროექტს განიხილავდნენ. კომიტეტის სხდომაზე სიტუაცია მაშინ დაიძაბა, რაც მთავრობისა და კომიტეტის თავმჯდომარის დებატებში პედაგოგთა საკონსულტაციო ცენტრის წარმომადგენლები ჩაერთნენ. დეპუტატებმა მათ სხდომა მანდატურების საშუალებით დაატოვებინეს.
[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=pDtg_OdCOY8″ width=”560″ height=”315″]