სოლიდარობის ფონდსა და „პრივატ ბანკს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა

„პრივატ ბანკსა“ და სოლიდარობის ფონდს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის საფუძველზეც „პრივატ ბანკი“აქტიურად დაუჭერს მხარს, საზოგადოებისათვის ყველაზე მტკივნეული სოციალური პრობლემების გადაჭრის მიზნით, ფინანსური რესურსების მობილიზაციას.
მემორანდუმის ფარგლებში, ბანკის არხები გამოყენებული იქნება სოლიდარობის ფონდისთვის თანხების შეგროვების ხელშეწყობის მიზნით.
ხელმოწერის ღონისძიებას სოლიდარობის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი მარიამ ჯაში, „პრივატ ბანკის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე იური კანდაუროვი და საქართველოს ბანკების ასოციაციის პრეზიდენტი ზურაბ გვასალია ესწრებოდნენ.
“ჩვენ დიდი სიამოვნებით ვმონაწილეობთ საქართველოს მთავრობისა და პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებულ ამ მასშტაბურ პროექტში. დღეიდან „პრივატ ბანკში“ ამოქმედდება გადარიცხვის სისტემები, რაც მომხმარებელს სურვილის შემთხვევაში, სოლიდარობის ფონდში თანხის ნებაყოფლობით გადარიცხვას გაუმარტივებს“,– განაცხადა „პრივატ ბანკ საქართველოს“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ იური კანდაუროვმა. 2014 წლის 27 ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოს სოლიდარობის ფონდმა უკვე ონკოლოგიური დაავადებების მქონე 25 ბავშვისა და ახალგაზრდის თანადაფინანსება დაამტკიცა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები