წუხელ აფეთქებისას დაღუპული ზვიად ლაგვილავა 2008 წელს ტერაქტს გადაურჩა (ვიდეო)

ზუგდიდში გვიან ღამით მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპული ზვიად ლაგვილავა 2008 წელს მომხდარ ტერაქტს გადაურჩა.
2008 წელს ოქტომბერში, წალენჯიხის რაიონის სოფელ მუჟავაში, ზვიად ლაგვილავა საერთაშორისო დამკვირვებლებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებოდა სახლში, რომელიც გალის რაიონის ადმინისტრაციულ საზღვართან მდებარეობდა და რომელსაც ცეცხლი გაუხსნეს რუსმა ოკუპანტებმა.
შემთხვევის ადგილზე მეორე დღეს სხვა, ზემოხსენებულ პირებთან ერთად მისული ზვიად ლაგვილავა მაშინ მომხდარი აფეთქების შედეგად დაიჭრა, ხოლო წალენჯიხის გამგებელი გია მებონია გარდაიცვალა.
აფეთქების კადრები “რუსთავი-2”-სა და “პირველი არხის” კამერებმა გადაიღეს. კადრებში დაჭრილი ზვიად ლაგვილავაც ჩანს.
შენობა ზუგდიდში, სადაც ღამის საათებში აფეთქება მოხდა, 2008 წლის აგვისტოში ზუგდიდში შემოჭრილი რუსი ოკუპანტების ერთ-ერთი მთავარი სამიზნე იყო: ერთ-ერთ საწყობში შესაღწევად მათ რკინის კარი დანაღმეს და ისე ააფეთქეს, რადგან სხვაგვარად შესვლა ვერ მოახერხეს. იქ რუსი ოკუპანტები რამდენიმე დღის განმავლობაში დარჩნენ, გარე პერიმეტრზე კი ჯარისკაცები ჰყავდათ განლაგებული. როცა ოკუპანტებმა ზუგდიდი დატოვეს, შენობაში მოცულობითი განაღმვითი სამუშაოები ჩატარდა და მხოლოდ ამის შემდეგ დაუბრუნდნენ მას აფხაზეთის კუდ-ის თანამშრომლები. იმ დროს განყოფილებას რომან შამათავა ხელმძღვანელობდა, რომელიც ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ ხურჩის ტერაქტის ორგანიზების ბრალდებით დააკავეს, ცოტა ხანში კი კიდევ ერთი ადამიანის მკვლელობის ბრალდება წაუყენეს. რომან შამათავა ამჟამადაც პატიმრობაშია.
შეგახსენებთ, რომ ზუგდიდში აფეთქებას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევა ღამის ორ საათზე, სახელმწიფო უშიშროების სამსახურში მოხდა. დაღუპულია აღნიშნული უწყების ერთ-ერთი სამმართველოს ხელმძღვანელი ზვიად ლაგვილავა. ჩამოინგრა შენობა. წინასწარი ინფორმაციით, ამის მიზეზი წყლის ავზის აფეთქებაა.

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=OY5bCg34–M” width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები