ახალი საერთაშორისო ფორმატი : “ღაზის საბჭოს” წევრობა 60-მდე ქვეყანას შეუძლია

თითქმის 60-მა ქვეყანამ მიიღო შეთავაზება, შეუერთდნენ „მშვიდობის საბჭოს“, რომელიც ღაზას სექტორს მართავს,- ამის შესახებ The Wall Street Journal-ი (WSJ) წერს.

მედიის ინფორმაციით, მიწვეული ქვეყნების უმეტესობის რეაქცია პოტენციური გეოპოლიტიკური რისკების გამო „ფრთხილია“.

„მშვიდობის საბჭო არის საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც ცდილობს სტაბილურობის ხელშეწყობას, ჯანსაღი და ლეგიტიმური მმართველობის აღდგენას და კონფლიქტით დაზარალებულ ან მისი საფრთხის ქვეშ მყოფ ტერიტორიებზე მდგრადი მშვიდობის უზრუნველყოფას“, – ციტირებს WSJ მშვიდობის საბჭოს წესდების ტექსტს.

გაზეთის ცნობით, როგორც ცნობილია, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მშვიდობის საბჭოს თავმჯდომარეა და მის გადაწყვეტილებებზე ექსკლუზიური ვეტოს უფლება აქვს.

WSJ-ის ცნობით, მშვიდობის საბჭოს მუდმივი წევრობის საფასური 1 მილიარდი დოლარია. მის გარეშე, ვადა სამი წლით შემოიფარგლება.

აღსანიშნავია, რომ რუსეთის ლიდერის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მიიღო მიწვევა ღაზას სამშვიდობო საბჭოში გაწევრიანების შესახებ. პესკოვმა დასძინა, რომ ეს შესაძლებლობა განიხილება.

ასევე, ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის, რუსლან ვარანკოვის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ბელარუსის ლიდერი, ალექსანდრე ლუკაშენკო ღაზის მშვიდობის საბჭოში მიიწვია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები