თეთროსნის ნაეკლესიარს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა
აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ინიციატივით, ქობულეთში მდებარე თეთროსნის ნაეკლესიარს, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის 2026 წლის 14 იანვრის N02/5 ბრძანებით, კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა. ინფორმაციას აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო ავრცელებს.![]()

„თეთროსანი ცნობილია, როგორც წარმართობის დროინდელი საკულტო ცენტრი, ხოლო შემდგომ ქრისტიანული პერიოდის მნიშვნელოვანი საეკლესიო-სამონასტრო კომპლექსი. იგი დღემდე წმინდა გიორგის სახელობისაა. სავარაუდოდ. თეთროსნის ეკლესია ადრექრისტიანული ხანის, უგუმბათო, ბაზილიკური ნაგებობა უნდა ყოფილიყო. თეთროსანი XIX საუკუნის შუა ხანებამდე ხელშეუხებელი იყო და მხოლოდ ელენე გურიელის გარდაცვალების შემდგომ დაწყებულა თეთროსნის ნგრევა.
ეკლესია ნაშენია ადგილობრივი, ნაკლებად დამუშავებული რიყის ქვით, კირხსნარის გამოყენებით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.