უკრაინის სასამართლომ იულია ტიმოშენკო 761 ათასი დოლარის ოდენობის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა

უკრაინის უმაღლესმა ანტიკორუფციულმა სასამართლომ უკრაინელ დეპუტატსა და პარტია „ბატკივშინას“ ლიდერ იულია ტიმოშენკოს 761 000 აშშ დოლარის ოდენობის გირაო შეუფარდა.

როგორც ცნობილია, ტიმოშენკო პარლამენტის წევრებისთვის ქრთამის შეთავაზებაშია ეჭვმიტანილი.

გამოცემის ცნობით, მოსამართლე ვიტალი დუბასმა ნაწილობრივ დააკმაყოფილა პროკურორების შუამდგომლობა.

სასამართლომ ეჭვმიტანილს ასევე დააკისრა მთელი რიგი პროცედურული ვალდებულებები, კერძოდ, სასამართლოს, გამომძიებლის ან პროკურორის მიერ გამოძახებისას გამოცხადება; კიევის ოლქის დატოვების აკრძალვა; ხელისუფლებისთვის საცხოვრებელი ადგილის ან სამსახურის ნებისმიერი ცვლილების შესახებ შეტყობინების მიცემა; კონკრეტულ პარლამენტის წევრებთან კონტაქტისგან თავის შეკავება და საზღვარგარეთ მოგზაურობისთვის პასპორტების ჩაბარება.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ უკრაინის ანტიკორუფციულმა ბიურომ და სპეციალურმა ანტიკორუფციულმა პროკურატურამ კორუფციის ბრალდებით იულია ტიმოშენკოს პარტიის ოფისში ჩხრეკა ჩაატარა.

ანტიკორუფციულ სააგენტოებში განაცხადეს, რომ ერთ-ერთი საპარლამენტო ფრაქციის ლიდერი კონკრეტული კანონპროექტების მხარდასაჭერად ან მათ წინააღმდეგ ხმის მისაცემად, დეპუტატებს ქრთამს სთავაზობდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები