აკადემიკოს მზექალა შანიძისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება

16-17 იანვარს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აკადემიკოს მზექალა შანიძისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება.
თსუ ინფორმაციით, კონფერენცია 16 იანვარს,13:00 საათზე, თსუ პირველი კორპუსის სააქტო დარბაზის ფოიეში გაიხსნება. სხდომები ათ სექციად ტარდება და 70-ზე მეტი მეცნიერი მონაწილეობს.
მზექალა შანიძე (16. 01. 1926, თბილისი) არის ქართველი ენათმეცნიერი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტის ემერიტუსი პროფესორი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი.
ორგანიზატორები არიან: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, სახელმწიფო ენის დეპარტამენტი და თსუ მუზეუმი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები