დავით სერგეენკო: ჯანდაცვის სამინისტროს მიღწევებს დაუღალავი შრომა დასჭირდა
ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, მიღწევებს, რაც ჯანდაცვის სამინისტროს აქვს, დაუღალავი შრომა დასჭირდა.
ჯანდაცვის მინისტრის განმარტებითვე, მომავალ წელს სამინისტროს აუცილებლად ექნება საშუალება, პრინციპულად ახალი პროექტები შესთავაზოს საქართველოს მოსახლეობას.
“ჩვენ მოვისმინეთ პრემიერ-მინისტრის მოხსენება იმ ორი წლის მიღწევების შესახებ, რისი განხორციელებაც საქართველოს მთავრობამ შეძლო. შემიძლია ვთქვა, რომ იმ გამოწვევების ფონზე, რაც 2 წლის წინ იყო, არათუ მარტივი არ იყო შედეგის მიღწევა, არამედ დაუღალავი შრომა დასჭირდა, რომ თუნდაც ის მოკრძალებული მიღწევები, რაც ჯანდაცვის სამინისტროს აქვს, რეალიზებული ყოფილიყო. დამერწმუნეთ, ეს იყო დაუღალავი შრომის ნაყოფი. პირობას გაძლევთ, რომ ჩვენი სამუშაო არ დასრულებულა და ის პროგრესი, რისი მიღწევაც შევძელით, აუცილებლად გაგრძელდება”, – განაცხადა დავით სერგეენკომ.დღეს საქართველოს პრემიერი ორწლიანი საქმიანობის ანგარიშით წარდგა.