ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი პოლიცია დღეს აღარ არის პოლიტიზებული

ჩვენი პოლიცია დღეს აღარ არის პოლიტიზებული და ეს არის ჩვენი ხელისუფლების ძალიან დიდი დამსახურება – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა “ქართული ოცნების” მმართველობის 2-წლიანი ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, დღეს ჩვენი პოლიცია ერთგულად ემსახურება ხალხს და სახელმწიფოს ინტერესებს.
“დღეს ვერავინ იტყვის, რომ ქვეყანაში პოლიცია ვინმეს პოლიტიკური ნიშნით დევნის, ან რომელიმე პოლიტიკური ძალის სამსახურში არის. დღეს ჩვენი პოლიცია ერთგულად ემსახურება ჩვენს ხალხს და ჩვენს სახელმწიფო ინტერესებს. იცავს წესრიგს და თითოეული მოქალაქის უსაფრთხოებას და ხშირად ეს მათი სიცოცხლის ფასად ხდება. ჩვენ გავაუქმეთ სადამსჯელო ორგანიზაციები: “სოდი” და “კუდი”, სადაც კრიმინალები მუშაობდნენ. მათი ნაწილი იქნა მიცემული პასუხისგებაში, ვინც ღირსეული იყო – ის, რა თქმა უნდა, დარჩა სამინისტროში. ჩვენ გავანადგურეთ უკანონოდ მოპოვებული პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოკადრები. ეს იყო სირცხვილი, რომლის განმეორებას ჩვენ აღარ დავუშვებთ“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები