როგორ აპირებს თავის დაცვას ზაზა დავითაია?

როგორ აპირებს თავის დაცვას ზაზა დავითაია? – ამ სათაურით გაზეთი “კვირის ქრონიკა“ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტთან ზაზა დავითაიასთან ინტერვიუს აქვეყნებს. ზაზა დავითაია, რომელსაც ორჯერ დაესხნენ თავს, გამოცემასთან აცხადებს, რომ დაცვის აყვანას არ მოითხოვს, თუმცა იარაღის ტარების უფლების აღებას აპირებს. ჟურნალისტის თქმით, მისი მეგობრები, ყოფილი პოლიტპატიმრები მზად არიან მის თავდასხმებს გაუსწორდნენ.
თუმცა დავითაია ფიქრობს, რომ ანგარიშსწორება კვლავ “ნაციონალური მოძრაობის“ წისქვილზე დაასხამს წყალს.
“დაცვის აყვანას ნამდვილად არ მოვითხოვ, თუმცა იარაღის ტარების ნებართვა ღირს დაფიქრებად. ჩემი მეგობრები, მათ შორის ყოფილი პოლიტპატიმრები დღესვე მზად არიან, რომ კბილებით გადაღრღნან ეგ პროვოკატორები. მაგრამ მათ ვაკავებ, ამის კეთებას ვუშლი, რადგან სწორედ ეს უნდათ “ნაციონალებს“, რომ მერე საპასუხო ანგარიშსწორება განახორციელონ. ისევ ხელისუფლებამ და სამართალდამცველებმა უნდა გამოიღონ ხელი და აღკვეთონ “ნაციონალთა“ და მათი სატელიტი ორგანიზაციების პროვოკაციები. ჩემი მეგობრები საქმეში რომ ჩაერიონ, მერე ეს პროცესი შესაძლოა, ვეღარ გაჩერდეს. “ნაციონალებსაც“ ხომ ეს უნდათ, რომ სამოქალაქო დაპირისპირება დაიწყოს ქვეყანაში და ჩემი ცემის ფაქტებიც ამ მიზანს ემსახურება. ეს ძალადობა მხოლოდ კანონისა და სამართლის ფარგლებში უნდა აღიკვეთოს“, – განაცხადა ზაზა დავითაიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები