“ადეკვატურია ყველა ის კანონი, რომელიც ამოქმედდა და ამოქმედდება ჩვენს საკანონმდებლო სივრცეში, არის მორგებული ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესებზე” – კირცხალია
“ადეკვატურია ყველა ის კანონი, რომელიც ამოქმედდა და ამოქმედდება ჩვენს საკანონმდებლო სივრცეში, არის მორგებული ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესებზე”, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კირცხალიამ განაცხადა.
მან „შეკრებისა და მანიფესტაციის“ შესახებ კანონის გამკაცრებაზე ისაუბრა.
„ჩვენ ვერ მივცემთ 300-კაციან დახელფასებულ დაჯგუფებას იმის უფლებას, რომ საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა შეიყვანონ დისკომფორტში. საზოგადოების წევრები, რომლებიც ცხოვრობენ თავიანთი ყოველდღიური, რუტინული ცხოვრებით, ჩვენი მთავარი მიზანია, რომ აქ დავიცვათ სწორი ბალანსი, როგორც გამოხატვის, შეკრებებისა და მანიფესტაციის თავისუფლების კუთხით დავიცვათ მათი ინტერესები, ასევე დავიცვათ დანარჩენი საზოგადოების ინტერესები“, – აღნიშნა ირაკლი კირცხალიამ.