ლაშა ხუციშვილი: 2026 წელს იზრდება ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსება 17 მილიონ ლარამდე და 3 მილიარდ 113 მილიონ ლარს შეადგენს

2026 წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვერსიაში ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსება, ჯამურად, 17 მილიონ ლარამდე იზრდება და 3 მილიარდ 113 მილიონ ლარს აჭარბებს.

• საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით, დამატებით გამოყოფილია 123 მილიონ ლარზე მეტი და ჯამური დაფინანსება 1 მილიარდ 538 მილიონ ლარს აჭარბებს;

• რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის მიზნით, დამატებით გამოიყო 53 მილიონ ლარზე მეტი და მისი დაფინანსება 237 მილიონ ლარს აჭარბებს. პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია თბილისი-რუსთავის მაგისტრალის დარჩენილი მონაკვეთის მშენებლობის დაწყება;

• წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის აღდგენა-რეაბილიტაციის პროექტებისთვის გამოყოფილია 305 მილიონ ლარამდე;

• საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მშენებლობა და რეაბილიტაციისთვის გამოყოფილი თანხა იზრდება 44 მილიონ 500 ათასი ლარით და 667 მილიონ ლარს შეადგენს;

• ტურისტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის გათვალისწინებულია 150 მილიონი ლარი, ხოლო სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციისთვის 205 მილიონი ლარი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები