ზესტაფონის მერი წარმატებულ სპორტსმენებს შეხვდა

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ ღამბაშიძე ქამრიანი ჭიდაობის მსოფლიო ჩემპიონატზე პირველ, მეორე და მესამე ადგილებზე გასულ მონაწილეებს: ფრიდონ შარიქაძეს, გიორგი ლომიძეს და საბა კლდიაშვილს შეხვდა და მათ წარმატებული ასპარეზობა მიულოცა. მსოფლიო ჩემპიონატი ლიეტუვაში, ქალაქ კაუნასში გაიმართა.

“ჩვენს ქალაქს მდიდარი სპორტული ტრადიციები აქვს და მიხარია, რომ ამ ტრადიციის ღირსეული გამგრძელებლები ხართ”, – აღნიშნა ვახტანგ ღამბაშიძემ სპორტსმენებთან შეხვედრისას.

მერმა სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მალე კვალითის დასახლებაში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აღჭურვილი ახალი საჭიდაო დარბაზი აშენდება, რაც ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტში სპორტის აღნიშნული სახეობის პოპულარიზაციას.
ზესტაფონის მერიის მიერ დაწესებული ფულადი ჯილდო, სპორტის სხვადასხვა სახეობაში მსოფლიო და ევროპის ჩემპიონობისთვის, ჯამში 20-მა სპორტსმენმა მიიღო.
შეხვედრას საკრებულოს თავმჯდომარე მალხაზ შერგელაშვილი და მერის მოადგილე ნინო ჭაბუკიანი ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები