არჩილ გორდულაძე: შერგელაშვილი გამოყენებულია ერთ ჩვეულებრივ გავლენის აგენტად
„შერგელაშვილი გამოყენებულია ერთ ჩვეულებრივ გავლენის აგენტად,“- ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, სპეცსამსახურები და გარე ძალები ცდილობენ ჩვენს ქვეყანაში, ხელისუფლებაში აგენტურა მოიყვანონ.
„ადგილი გვაქვს შემთხვევასთან, როდესაც სპეცსამსახურები და გარე ძალები ცდილობენ ჩვენს ქვეყანაში, ხელისუფლებაში აგენტურა მოიყვანონ. შერგელაშვილი გამოყენებულია ერთ ჩვეულებრივ გავლენის აგენტად, გარედან მართულ ადამიანად და მის მიერ გაკეთებული განცხადებები სხვა არაფერია, თუ არა სამშობლოს წინააღმდეგ გაკეთებული განცხადებები. ეს არის ის ადამიანი, რომელმაც უღალატა შსს მუნდირს და მუნდირის ფეხქვეშ გათელვის შედეგად ახლა უკრაინაშია გაქცეული“, – აღნიშნა არჩილ გორდულაძემ.
ცნობისთვის, „ბიბისის“ ერთ-ერთი დასაყრდენი, უკრაინის სპეცსამსახურებში დასაქმებული ლაშა შერგელაშვილია, სწორედ ის არის ერთადერთი მოწმე, რომლის გამოკითხვა სუს-მა ვერ მოახერხა. მისი სახელი და გვარი კიდევ ერთ გახმაურებულ საქმეში და ბექა ჭულუხაძესთან კავშირში იკვეთება, რომლისგანაც სუს-მა საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი ნივთიერებები ამოიღო
დღეს, სუს-ში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ 2024 წლის 4-5 დეკემბრის ღამით, მასების მართვისათვის გამოყენებული იყო „ქლორობენზილიდინ მალონონიტრილი“, გამხსნელად გამოიყენეს „პროპილენ გლიკოლის“ ხსნარი – არცერთი არ განეკუთვნება აკრძალულ ნივთიერებათა კატეგორიას.