გიორგი ჯაბნიაშვილი ტოკიოს „გრანდ სლემის“ ბრინჯაოს პრიზიორია

იაპონიაში ტოკიოს „გრანდ სლემი“ მიმდინარეობს. ქართველმა ძიუდოისტმა გიორგი ჯაბნიაშვილმა (90 კგ) ტურნირზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. მან მესამე ადგილისთვის შეხვედრაში იტალიელი ტიციანო ფალკონე დაამარცხა. ინფორმაციას საქართველოს სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრამდე ქართველმა ძიუდოისტმა რუსი ეგრო მალკინი დაამარცხა, მეოთხედფინალი კი იაპონელ გოკი ტაჯიმასთან დათმო.

“მიმდინარე ტურნირზე ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ); ილია სულამანიძე (- 100კგ) კი ფინალში იაპონელ დოტა არაის დაუპირისპირდება.

ქართველი ძიუდოისტები ტოკიოს „გრანდ სლემზე“ საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებიან,”- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები