ნინო წილოსანი BBC-ის ფილმის რესპონდენტზე ლაშა შერგელაშვილზე: ფაქტია, რომ ეს ადამიანი შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი წარმომადგენელია, რომელიც ახლა დასაქმებულია უკრაინულ სპეცსამსახურებში და ეს შესაძლოა, ბევრ რაღაცას გვეუბნება

“ფაქტია, რომ ეს ადამიანი შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი წარმომადგენელია, რომელიც ახლა დასაქმებულია უკრაინულ სპეცსამსახურებში და ეს შესაძლოა, ბევრ რაღაცას გვეუბნება,”- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ნინო წილოსანმა ლაშა შერგელაშვილზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, დიდძალი ასაფეთქებელი ნივთიერების საქართველოში შემოტანის ფაქტი, რომელიც უკრაინიდან იწყებოდა და სად მთავრდებოდა, ეს ჯერ კიდევ საბოლოოდ პასუხგასაცემია.

„ფაქტია, რომ ეს ადამიანი შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი წარმომადგენელია, რომელიც ახლა დასაქმებულია უკრაინულ სპეცსამსახურებში და ეს შესაძლოა, ბევრ რაღაცას გვეუბნება. მათ შორის, დიდძალი ასაფეთქებელი ნივთიერების საქართველოში შემოტანის ფაქტი, რომელიც უკრაინიდან იწყებოდა და სად მთავრდებოდა, ეს ჯერ კიდევ საბოლოოდ პასუხგასაცემია, თუმცა ვხვდებით, რომ უკრაინული სპეცსამსახურები საკმაოდ ნეგატიურ როლს თამაშობენ. ამ შემთხვევაში, როგორც ჩანს, მათი კვალიც შესაძლოა გამოიკვეთოს „ბიბისის“ მიერ მომზადებულ დოკუმენტურ ფილმში, სადაც თითოეული რესპონდენტი არის მატყუარა“, – აღნიშნა ნინო წილოსანმა.

ცნობისთვის, „ბიბისის“ ერთ-ერთი დასაყრდენი, უკრაინის სპეცსამსახურებში დასაქმებული ლაშა შერგელაშვილია. სწორედ ის არის ერთადერთი მოწმე, რომლის გამოკითხვა სუს-მა ვერ მოახერხა. მისი სახელი და გვარი კიდევ ერთ გახმაურებულ საქმეში და ბექა ჭულუხაძესთან კავშირში იკვეთება, რომლისგანაც სუს-მა საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი ნივთიერებები ამოიღო.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამართულ ბრიფინგზე ითქვა, რომ გამოყენებული იყო ნივთიერება „ქლორობენზილიდინ მალონონიტრილი“, რომლის გამხსნელადაც გამოიყენეს ნივთიერება „პროპილენ გლიკოლის“ ხსნარი, აღნიშნული ნივთიერებებიდან არცერთი განეკუთვნება აკრძალულ ნივთიერებათა კატეგორიას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები