პუტინი: ტრამპის წინააღმდეგობის მიუხედავად, რუსეთი მზადაა, ინდოეთს საწვავი შეუფერხებლად მიაწოდოს
რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის თქმით, მისი ქვეყანა მზადაა ინდოეთს საწვავი შეუფერხებლად მიაწოდოს, რადგან დელი ტრამპის მხრიდან ზეწოლის ქვეშაა, შეწყვიტოს მოსკოვის ნავთობის შეძენა,- ამის შესახებ “ბიბისი” წერს.
პუტინმა ეს განცხადება ინდოეთში ვიზიტის ფარგლებში, პრემიერ-მინისტრ ნარენდრა მოდისთან ერთად გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
მისი თქმით, ორ ლიდერს შორის მოლაპარაკებები „კონსტრუქციული“ იყო და „მეგობრულ ატმოსფეროში“ გაიმართა.
ცნობისთვის, აშშ-მა ინდოეთს რუსული ნავთობის შესყიდვებზე დამატებით 25%-იანი ტარიფი დააკისრა იმ მოტივით, რომ ის უკრაინაში მოსკოვის ომს აფინანსებდა.