გიორგი კახიანი BBC-ის ფილმზე: ამის მიზანია ჩვენი ქვეყნის შიგნით გარკვეული არეულობის გამოწვევა
,,ამის მიზანი არის ისევ და ისევ ჩვენი ქვეყნის დაშანტაჟება, ქვეყნის შიგნით გარკვეული არეულობის გამოწვევა”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი კახიანმა BBC-ის ფილმზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ასეთი მასალა გარკვეული ბიუროკრატებისთვის შესაძლოა პოლიტიკური მანიპულირების შესაძლებლობად იქცეს.
„მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც ჩვენ ვიცით, რომ ახლაც მიმდინარეობს ეუთოს მინისტერიალი, ასევე დეკემბერში იგეგმება ევროკომისიის კონკრეტული გადაწყვეტილებები, რა თქმა უნდა გარკვეული ბიუროკრატების ხელში ასეთი სიუჟეტები შეიძლება გახდეს პოლიტიკური მანიპულირების შესაძლებლობა“, – აცხადებს კახიანი.
ცნობისთვის, BBC-იმ გამოაქვეყნა მასალა, რომელშიც საუბარია იმაზე, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ აქციაზე პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენა.