ზუკა რურუა BBC-ის ფილმზე: ეს ემსახურება მიზანს, რომ საქართველოში, ოპოზიციაში მყოფმა ნულზე დაყვანილმა პოლიტიკოსებმა, რამენაირად პოლიტიკური სიცოცხლე შეინარჩუნონ
„ქართული ოცნების“ ვაკის რაიონის დელეგატი ზუკა რურუა BBC-ის მიერ გავრცელებულ მასალას გამოეხმაურა.
„რადიკალებს უნდათ შექმნან ისევ რაღაც ფონი გარე პატრონების და იმ სპეცსამსახურების დამსახურებით, რომლებიც ჩართულები არიან ამ სიუჟეტების მომზადებაში, თითქოს ადამიანებს დააჯერონ, რომ საქართველოს მთავრობა დემონსტრანტების წინააღმდეგ პირველი მსოფლიო ომის დროინდელ ნივთიერებებს იყენებს. ეს ემსახურება ერთ მიზანს, საქართველოში რამენაირად შეინარჩუნონ პოლიტიკური სიცოცხლე იმ ნულზე დაყვანილმა პოლიტიკოსებმა, ვინც გვყავს ოპოზიციაში“, – აცხადებს რურუა.
ცნობისთვის, BBC-იმ გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც საუბარია იმაზე, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ აქციაზე პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენა.