გიორგი კახიანი: რუსეთ-უკრაინის ომი ძაბავს საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობებს და როდესაც ის დასრულდება, იმედი მაქვს ერთ-ერთი წინაპირობა იქნება იმის, რომ ეს ურთიერთობები აღდგეს
რუსეთ-უკრაინის ომი არის ერთ-ერთი ფაქტორი, რომელიც საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობებს ძაბავს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი კახიანმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
წამყვანმა მას ჰკითხა, რა როლს შეასრულებს რუსეთ-უკრაინის ომის დასრულება საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობებში.
„რუსეთ-უკრაინის ომი არის ერთ-ერთი ფაქტორი, რომელიც საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობებს ძაბავს. ომი როცა დასრულდება, ამაზე ადრეც გვისაუბრია, ერთ-ერთი წინაპირობა იქნება იმის, რომ ეს ურთიერთობები აღდგეს. იმედი მაქვს, იმ ნიშნულზე მივალთ, სადაც ვიყავით“, – აღნიშნა კახიანმა.