ლევან მახაშვილი – „მეგობარი აქტის“ შეჩერებაზე: კიდევ ერთ გზავნილად შეგვიძლია აღვიქვათ, რომ შეერთებული შტატების მხრიდანაც არის მზაობა მაქსიმალურად დროულად დავუბრუნდეთ ორმხრივ ურთიერთობებს

“კიდევ ერთ გზავნილად შეგვიძლია აღვიქვათ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდანაც არის მზაობა, რომ მაქსიმალურად დროულად დავუბრუნდეთ ორმხრივ ურთიერთობებს,”- ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა აშშ-ის სენატში ე.წ. „მეგობარი აქტის“ მიღების ინიციატივის შეჩერებაზე საუბრისას განაცხადა.

„მოხარულები ვართ ნამდვილად, რომ კონგრესში, ამერიკის შეერთებული შტატების საკანონმდებლო პროცესებში არიან ადამიანები, რომლებიც სრული პასუხისმგებლობით, მთელი სერიოზულობით ეკიდებიან ამ პროცესს და ცდილობენ, რომ მათ შორის ამერიკული კანონები არ გახადონ საგარეო მიმართულებით პოლიტიკური თამაშების და მანიპულაციების ნაწილი. ამავე დროს, კარგია ეს გადაწყვეტილება იმისთვისაც, რომ გადაიტვირთოს ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები. კიდევ ერთ ერთგვარ გზავნილად შეგვიძლია აღვიქვათ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდანაც არის მზაობა, რომ მაქსიმალურად დროულად დავუბრუნდეთ ორმხრივ ურთიერთობებს“, – აცხადებს მახაშვილი.

ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების სენატში ე.წ. „მეგობარი აქტის“ მიღების ინიციატივა, ისევ შეჩერდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები