“აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო იმას, რომ ამერიკის დღევანდელი ადმინისტრაცია ტრადიციული ფასეულობების მხარდამჭერია” – ანდრია ჯაღმაიძე
“საქართველოს ეკლესია და საპატრიარქო ღიაა საუბრებისთვის, მას აქვს სურვილი და საშუალება იმის, რომ ეკლესიის პოზიცია მუდამ გამოხატოს მკაფიოდ”, – ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან შეხვედრაზე საუბრისას განაცხადა.
როგორც დეკანოზმა განმარტა, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ამერიკის დღევანდელი ადმინისტრაცია ტრადიციული ფასეულობების მხარდამჭერია.
ცნობისთვის, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, ალან პერსელი საპატრიარქოს ეწვია.