,,EPP ბოროტმოქმედი პარტიის, „ნაცმოძრაობის“ დედა პარტიაა – რაც შეეხება, კორუფციასთან დაკავშირებულ გამოძიებას, მინდა ისინი დავარწმუნო, რომ ღია კარების შემტვრევას აზრი არ აქვს, ისინი საქართველოს სამართალდამცავებმა უკეთ გამოიძიეს” – წილოსანი

,,EPP დანაშაულებრივი და ბოროტმოქმედი პარტიის, „ნაციონალური მოძრაობის“ დედა პარტიაა – რაც შეეხება, კორუფციასთან დაკავშირებულ გამოძიებას, მინდა ისინი დავარწმუნო, რომ ღია კარების შემტვრევას აზრი არ აქვს, ისინი საქართველოს სამართალდამცავებმა უკეთ გამოიძიეს”, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი ოპოზიციონერი პოლიტიკოსების განცხადებას, რომ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღეს.

წილოსანის თქმით, EPP რომ რაიმე რეზოლუციას დააინიცირებს და რაღაც პრინციპებს ჩადებს, ე.ი. არასწორი პროცესები მიდის.

„როდესაც რაიმე რეზოლუციის შინაარსზე ვსაუბრობთ, ვნახოთ, ვის მიერ დაინიცირდა. EPP არის დანაშაულებრივი და ბოროტმოქმედი პარტიის, „ნაციონალური მოძრაობის“ დედა პარტია. ის მთელი ამ წლების განმავლობაში, არა მხოლოდ მათი ოპოზიციური რადიკალობის დროს, არამედ სააკაშვილის მავნებლობების და ბოროტების ჩატარების პროცესში, მხარს უჭერდა და ამართლებდა მათ მოქმედებებს. ეს პარტია რომ რაიმე რეზოლუციას დააინიცირებს და რაღაც პრინციპებს ჩადებს, აპრიორი უნდა მივხვდეთ, რომ არასწორ პროცესთან გვაქვს საქმე.

რაც შეეხება, კორუფციასთან დაკავშირებულ გამოძიებას, მინდა ისინი დავარწმუნო, რომ ღია კარების შემტვრევას აზრი არ აქვს. აღნიშნული კორუფციული ფაქტები საქართველოს სამართალდამცავებმა უკეთ გამოიძიეს. ვფიქრობ, რომ EPP-ის წევრების, ევროპარლამენტში თუ სხვადასხვა ფორმატებში კორუფციული ფაქტები უფრო მეტად საინტერესო უნდა იყოს მათთვის, ვიდრე საქართველოში უკვე გამოძიებული კორუფციული შემთხვევები. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ჩვენი აქცენტის და ინტერესის ქვეშ იყო, რომ აღმოფხვრილიყო კორუფციის ნებისმიერი შესაძლებლობა. გვიხარია, რომ EPP ამაში გვეთანხმება. თუმცა ყველაზე მავნებლური და არასწორი ფორმით გააქვს ყველაფერი.

ჩვენი წარმომადგენელი მაია ბითაძე, რომელიც სწორედ ამ შეხვედრაზე იმყოფებოდა, რა თქმა უნდა, სწორ ინფორმაციას გვაწვდის იმასთან დაკავშირებით, თუ ვის შეუძლია რეზოლუციის დაინიცირება ან პროცედურებში მონაწილეობა. ფაქტი ერთია – არ აქვს მნიშვნელობა აღნიშნული რეზოლუცია საბოლოოდ მიიღება და იქნება მხარდაჭერილი თუ არა, თინა ბოკუჩავა, გიგი წერეთელი მათი უცხოელი პატრონების მეშვეობით რომ დაძრწიან ამ ინსტიტუციის დერეფნებში და აფუჭებს საქართველოს საქმეს, ეს არის მნიშვნელოვანი“, – განაცხადა წილოსანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები