გიორგი ვოლსკი – PACE-თან შეხვედრაზე: ევროპული ინტეგრაციის პროცესი ჩვენთვის არის პრიორიტეტული, მაგრამ ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ ამ პროცესში ხელშეშლას აქვს გაცილებით უფრო მეტი მხარდაჭერა, ვიდრე სამართლიანობას

“ჩვენი საგარეო კურსი არ შეცვლილა, ევროპული ინტეგრაციის პროცესი ჩვენთვის არის პრიორიტეტული, მაგრამ ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ ამ პროცესში ხელშეშლას აქვს გაცილებით უფრო მეტი მხარდაჭერა, ვიდრე სამართლიანობას,”- ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ PACE-თან შეხვედრის საკითხზე საუბრისას განაცხადა.

“მათთან საუბარი მნიშვნელოვანია, ამას ვითხოვთ უკვე დიდი ხანია. მაგრამ, არსებობს ერთი სერიოზული პრობლემა: არასდროს არ უარყვიათ ის რეალობა, რომ მხარს უჭერენ იმ ოპოზიციას, რომლებიც ექსტრემისტულ პროცესებს განაპირობებენ. არ გაგვიგონია დაგმობა რევოლუციური პროცესების. ვნახოთ, შესაძლოა ამ საუბრების შემდეგ იყოს ამ თემაზე კომენტარი. ჩვენი საგარეო კურსი არ შეცვლილა, ევროპული ინტეგრაციის პროცესი ჩვენთვის არის პრიორიტეტული, მაგრამ ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ ამ პროცესში ხელშეშლას აქვს გაცილებით უფრო მეტი მხარდაჭერა, ვიდრე სამართლიანობას, შეფასებას იმ ვითარებისა, რომელიც საქართველოში შეიქმნა“, – განაცხადა ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წარმომადგენლები დღეს პარლამენტში შეხვედრებს გამართავენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები