თბილისის ვოკალისტთა IV საერთაშორისო კონკურსის – OPERA CROWN გამარჯვებულები ცნობილია
თბილისის ვოკალისტთა IV საერთაშორისო კონკურსი – OPERA CROWN დასრულდა.
თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ინფორმაციით, პირველი პრემიის ლაურეატი კონსერვატორიის სტუდენტი თათა რაზმაძე გახდა. თათა ემერიტუს გოჩა ბეჟუაშვილის სტუდენტია. კონკურსზე მისი კონცერტმაისტერი მაია რეხვიაშვილი გახლდათ.
მეორე პრემიის მფლობელი სამხრეთ კორეელი სოკჩუნ კიმი გახდა, კონცერტმაისტერი – თამარ ხმიადაშვილი.
მესამე პრემიის მფლობელი ასევე კონსერვატორიელი, უკვე კურსდამთავრებული ლინა წიკლაური გახდა. იგი პროფესორ გულიკო კარიაულის კლასში სწავლობდა. კონკურსზე მისი კონცერტმაისტერი ეკა ჩინჩალაძე იყო.
კონკურსის ფარგლებში კონკურსანტებთან მუშაობდნენ ასევე კონცერტმაისტერები: ირინა აივაზოვა, მარინა ადამიშვილი, ნინო ლეშკაშელი.
კონკურსის საუკეთესო კონცერტმაისტერის პრიზი ირინა აივაზოვას გადაეცა.