პრემიერ-მინისტრმა ქვეყნის განვითარების გრძელვადიანი სტრატეგიის ძირითადი მიმართულებები მინისტრთა კაბინეტის წევრებსა და თბილისის მერთან განიხილა

საქართველოს მთავრობა ქვეყნის განვითარების გრძელვადიან სტრატეგიაზე მუშაობს.

დოკუმენტის ძირითადი მიმართულებები პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დღეს მინისტრთა კაბინეტის წევრებსა და თბილისის მერთან განიხილა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ სტრატეგია იქნება გზამკვლევი, რომლის განხორციელებაც მომდევნო წლების განმავლობაში ქვეყნის თანმიმდევრულ და სტაბილურ განვითარებას უზრუნველყოფს, შესაბამისად, მნიშვნელოვანია, განისაზღვროს პრიორიტეტული სფეროები, კონკრეტული მიზნები და ამოცანები.

სტრატეგიაში ძირითადი ყურადღება დაეთმობა განათლების, ჯანდაცვის, ეკონომიკისა და სოციალური განვითარების საკითხებს. თითოეულ სფეროში განისაზღვრება ის მიზნები, რომლებსაც ქვეყანამ მომდევნო წლების განმავლობაში უნდა მიაღწიოს.

დოკუმენტზე მუშაობა ინტენსიურ რეჟიმში წარიმართება და ის საზოგადოებას ახლო მომავალში წარედგინება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები