ირაკლი კირცხალია – PACE-ს დელეგაციასთან შეხვედრაზე: მოვუსმენთ მათ და გავაცნობთ ჩვენს პოზიციას – ეს დელეგაცია ვერ მოისმენს ვერაფერს, რაც ჩვენ საჯაროდ არ გვაქვს გაცხადებული
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ მედიასთან ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის ჯგუფთან ხვალინდელ შეხვედრაზე ისაუბრა.
როგორც მან აღნიშნა, ხვალ ეს დელეგაცია მათთან შეხვედრაზე მოისმენს იმას, რაც „ქართულ ოცნებას“ საჯაროდ აქვს გაცხადებული და ეს არის სიმართლე.
„ე.წ. არასამთავრობოების დუმილი არის ბევრ ხმამაღლა განცხადებაზე მეტი განცხადება. ამ დუმილზეც გექნება კითხვა, ამ დუმილზეც გვექნება პოზიცია. ჩვენ მოვუსმენთ მათ და გავაცნობთ ჩვენს პოზიციას და ჩვენი პოზიცია საჯაროდ არის ცნობილი. ჩვენი ყველაზე მთავარი მესიჯი არის ერთი – ვილაპარაკოთ სიმართლე და საზოგადოებას ვუთხრათ სიმართლე ყველაფერზე და ხვალ, ეს დელეგაცია ვერ მოისმენს ვერაფერს, რაც ჩვენ საჯაროდ არ გვაქვს გაცხადებული“, – განაცხადა კირცხალიამ.
ცნობისთვის, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) დელეგაციის წევრები საქართველოში იმყოფება.