„ხელისუფლება ბრალის შესაბამისად განსჯის ადამიანებს“

  დღევანდელი ხელისუფლება და თავისუფალი სასამართლო ადასტურებს, რომ ადამიანს სასჯელი მისივე დანაშაულის ხარისხის მიხედვით მიესჯება -ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა წევრმა თამარ კორძაიამ ვანო მერაბიშვილისთვის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის შეფასებისას განაცხადა. “დღევანდელი ხელისუფლება და თავისუფალი სასამართლო ადასტურებს, რომ ადამიანი მისივე დანაშაულის ხარისხის შესაბამისად დაისჯება. შეიძლება ვიღაც ელოდებოდეს, რომ მერაბიშვილი უფრო მეტს იმსახურებს – ეს არ უნდა გამართლდეს. საზოგადოება ერთადერთი იმას უნდა ელოდოს, რომ ხელისუფლება ბრალის შესაბამისად განსჯის ადამიანებს“,- განაცხადა თამარ კორძაიამ.
შეგახსენებთ, რომ ვანო მერაბიშვილსა და ზურაბ ჭიაბერაშვილს ე.წ. დასაქმების საქმეზე ქუთაისის საქალაქო სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, ვანო მერაბიშვილს ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა, ზურაბ ჭიაბერაშვილს კი 50 ათასლარიანი გირაო შეუფარდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები