საუდის არაბეთი 2034 წლის FIFA-ს მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობისთვის მასშტაბურ მზადებას იწყებს.
უცხოური მედიის ცნობით, ქვეყანა ამ ღონისძიებისთვის სპეციალური ინფრასტრუქტურის შექმნას გეგმავს, რაც ექსპერტების შეფასებით, იქნება ისეთი მასშტაბის, როგორიც მსოფლიოს არასდროს უნახავს.
საუდის არაბეთი ცდილობს მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობით გააძლიეროს საერთაშორისო იმიჯი და ტურიზმის სექტორი. მედიის ცნობით, ეს ყველაფერი სიმბოლოა ქვეყნის მისწრაფებისა, ერთდროულად წარმოაჩინოს უახლესი დიზაინი, გარემოსდაცვითი ტექნოლოგიები და გლობალური სპორტული ხედვა.
ნეომის სტადიონი პირდაპირ ინტეგრირებული იქნება The Line-თან, ხაზოვან ქალაქში, რომელიც 170 კილომეტრზეა გადაჭიმული საუდის არაბეთის ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროზე.
სტადიონის სავარაუდო ღირებულება, დაახლოებით, 1 მილიარდი დოლარია და მშენებლობის დაწყება 2027 წელს არის დაგეგმილი, დასრულება კი 2032 წლისთვის, თამაშის დაწყებამდე ორი წლით ადრე.
დაახლოებით 46 000 მაყურებლისთვის განკუთვნილი სტადიონი ჯგუფური ეტაპიდან მეოთხედფინალამდე მატჩებს უმასპინძლებს.