საქართველოში ამინდი მკვეთრად გაუარესდება – გრძელვადიანი პროგნოზი

 

   საქართველოს მთელს ტერიტორიაზე უახლოეს დღეებში ამინდი გაუარესდება. როგორც “კვირას“ გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების განყოფილების უფროსმა დოდო გვაზავამ განუცხადა, 26-27 ოქტომბერს როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოს რეგიონებში ჰაერის კლება და ნალექია მოსალოდნელი, მაღალ მთაში კი მოთოვს. „შაბათიდან საქართველოში ამინდი შეიცვლება, ამინდს არქტიკული ცივი ჰაერის მასებისა და სამხრეთიდან გავრცელებული შედარებით თბილი და ნოტიო ჰაერის მასების ურთიერთქმედება განაპირობებს, შაბათს – 25 ოქტომბერს უმეტეს რაიონში დროგამოშვებით იწვიმებს, ნალექიანი ამინდი მომდევნო დღეებშიც შენარჩუნდება. ჰაერის ტემპერატურა განსაკუთრებით აღმოსავლეთ საქართველოში დაიკლებს და მაქსიმალური ტემპერატურა 8-11 გრადუსი იქნება. მაღალმთიან რაიონეში კი თოვლია მოსალოდნელია. დასავლეთ საქართველოში, ზემო იმერეთსა და კოლხეთის დაბლობზე აღმოსავლეთის მიმართულების ქარი გაძლიერდება“, – განუცხადა “კვირას“ დოდო გვაზავამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები