სირიის პრეზიდენტი რუსეთში პირველი ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა
სირიის პრეზიდენტი აჰმედ ალ-შარაა რუსეთში ჩავიდა, რაც მისი პირველი ოფიციალური ვიზიტია მას შემდეგ, რაც მან თანამდებობა 2024 წლის დეკემბერში დაიკავა,- ამის შესახებ ადგილობრივი მედია იტყობინება.
სირიის არაბული საინფორმაციო სააგენტოს (SANA) ცნობით, შარაა ვიზიტის ფარგლებში თავის რუს კოლეგას, ვლადიმერ პუტინს შეხვდება, რათა განიხილონ “რეგიონული და საერთაშორისო მოვლენები და თანამშრომლობის გაფართოების გზები იმ სფეროებში, რომლებიც ორივე ერის საერთო ინტერესებს ემსახურება”.
“რუსეთს სირიასთან მჭიდრო და ხანგრძლივი ურთიერთობები აქვს, რაც სახელმწიფოს ძირითად სტრუქტურას, ენერგიასა და საკვებს ეხება, სირია კი ნაწილობრივ რუსეთის მარაგებზე და ასევე ზოგიერთ ძველ სტრატეგიულ ინტერესზეა დამოკიდებული“,- აღნიშნა ალ-შარაამ.