პისტორიუსი: გერმანია შორ მანძილზე მოქმედი უკრაინელი დრონებისთვის 400 მილიონ ევროს გამოყოფს

გერმანია შორ მანძილზე მოქმედი უკრაინული დრონების წარმოების მხარდასაჭერად 400 მილიონ ევროს გამოყოფს, – ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა ბრიუსელში, უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„გერმანია შორი დისტანციის დრონების შესაძენად 400 მილიონ ევროს გამოყოფს. ეს უკრაინას ფრონტის ხაზის მიღმა რუსული ლოგისტიკური აქტივების გამოყენებაში ეხმარება. ჩვენ გარკვეულ წარმატებას ვხედავთ“, – თქვა მან.

როგორც გერმანიის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, „პუტინს სულ უფრო უჭირს სამშობლოში ამ ომის წარმატებად წარმოჩენა“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები