არჩილ გორდულაძე – ლუის გრაჩას განცხადებაზე: კარგია, როდესაც საერთაშორისო ასპარეზზე პირველი ასეთი განცხადება კეთდება მიუხედავად იმისა, რომ არცერთ ელჩს საქართველოში ჯერ კიდევ არ დაუგმია დამხობის მცდელობა
„კარგია, როდესაც საერთაშორისო ასპარეზზე პირველი ასეთი განცხადება კეთდება მიუხედავად იმისა, რომ არცერთ ელჩს საქართველოში ჯერ კიდევ არ დაუგმია დამხობის მცდელობა,“- ამის შესახებ „დღის ქრონიკაში“ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სპეციალური წარმომადგენლის, ლუის გრაჩას განცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, ძალადობა მიუღებელი უნდა იყოს ნებისმიერი დემოკრატიული ქვეყნისთვის.
„კარგია, როდესაც საერთაშორისო ასპარეზზე პირველი ასეთი განცხადება კეთდება მიუხედავად იმისა, რომ არცერთ ელჩს საქართველოში ჯერ კიდე არ გაუკეთებია განცხადება, ჯერ კიდევ არ დაუგმია დამხობის მცდელობა, ძალადობები, რაც ვიხილეთ. მათ შორის, შტურმით აღების მცდელობა სტრატეგიული ობიექტისა, საქართველოს პრეზიდენტის სასახლისა და ეს დუმილი არის თანხმობაც, ამავდროულად მხარდაჭერაც ძალადობისა და ეს ძალადობა, რა თქმა უნდა, მიუღებელი უნდა იყოს ნებისმიერი დემოკრატიული ქვეყნისთვის“, – აღნიშნა არჩილ გორდულაძემ.
შეგახსენებთ, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში ლუის გრაჩა შეშფოთებას გამოხატავს საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით და მოუწოდებს ყველა პოლიტიკურ ჯგუფს, აიღოს ვალდებულება და კანონით დადგენილ ფარგლებში იმოქმედონ.