4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ბრალდებულ ია დარახველიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-ლარიანი გირაო შეეფარდა – 3 ბრალდებულს კი პატიმრობა

4 ოქტომბერს, თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით სასამართლომ ბრალდებულ ია დარახველიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით საპატიმრო გირაო შეუფარდა, ხოლო კიდევ 3 ბრალდებულს პატიმრობა.

მოსამართლის გადაწყვეტილებით, ია დარახველიძე პენიტენციურ დაწესებულებას 10 000 ლარის გადახდის შემდეგ დატოვებს.

ცნობისთვის, ათონელის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებში მონაწილე პირების მიმართ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე, 222-ე, 225-ე და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს. აღნიშნული გამოძიების ფარგლებში ჯამში 46 ადამიანია დაკავებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები