ლევან მაჭავარიანი – ევროკავშირის ლგბტქ+ სტრატეგიაზე: არასრულწლოვან ბავშვებზეა საუბარი, რომლებსაც შეუძლიათ სქესი გადაიკეთონ ისე, რომ მშობლებსაც არ შეეკითხონ
„არასრულწლოვან ბავშვებზეა საუბარი, რომლებსაც შეუძლიათ სქესი გადაიკეთონ ისე, რომ მშობლებსაც არ შეეკითხონ,“- ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა ევროკომისიის 2026-2030 წლების „ლგბტქ თანასწორობის სტრატეგიაზე“ საუბრისას განაცხადა.
„არასრულწლოვან ბავშვებზეა საუბარი, რომლებსაც შეუძლიათ სქესი გადაიკეთონ ისე, რომ მშობლებსაც არ შეეკითხონ. სწორედ აქედან გამომდინარე ჩვენ მივიღეთ პრევენციული ზომები და მივიღეთ ანტი ლგბტ პროპაგანდა კანონი, რომელიც კრძალავს აბსოლუტურად ყველაფერს. კითხვის ნიშნებიც აღარ არსებობს ამ თემის გარშემო, ვინაიდან ეს არის ხელოვნურად შექმნილი ძალიან ცუდი პრაქტიკა“, – აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.
შეგახსენებთ, ევროკომისიამ 2026-2030 წლების „ლგბტქ თანასწორობის სტრატეგია“ დაამტკიცა.
ევროკომისიის განცხადების თანახმად, სტრატეგიის მიზანია ლგბტქ+ ადამიანების დაცვა მავნე პრაქტიკისა და სიძულვილით მოტივირებული დანაშაულებისგან, თანასწორობის ხელშემწყობი ლგბტქ+ თემებისა და ორგანოების გაძლიერება და სამოქალაქო საზოგადოების, ასევე წევრი სახელმწიფოებისა და სხვა აქტორების ჩართულობა.