გიორგი გაბუნია: ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ საზოგადოებას არ მივაკაროთ ის უდიდესი მავნებლობა, რასაც დღეს ევროპულ ქვეყნებში ვხედავთ

„ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ საზოგადოებას არ მივაკაროთ ის უდიდესი მავნებლობა, რასაც დღეს ევროპულ ქვეყნებში ვხედავთ,“- ამის შესახებ კულტურის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი გაბუნიამ ევროკომისიის 2026-2030 წლების „ლგბტქ თანასწორობის სტრატეგიაზე“ საუბრისას განაცხადა.

„მთელი რიგი საკანონმდებლო აქტები, რომელიც საქართველოს პარლამენტმა მიიღო, მიზნად ისახავს, რომ ასეთი მავნებლური იდეისგან მოხდეს საქართველოსა და ქართული საზოგადოების დაცვა. სწორად ვაფასებთ იმ უდიდეს საფრთხეს, რაც დღეს ევროპის საზოგადოებასა და ქვეყნებს აწუხებს. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჩვენს საზოგადოებას არ მივაკაროთ ის უდიდესი მავნებლობა, რომლებსაც დღეს ევროპულ ქვეყნებში ვხედავთ“, – აღნიშნა გიორგი გაბუნიამ.

შეგახსენებთ, ევროკომისიამ 2026-2030 წლების „ლგბტქ თანასწორობის სტრატეგია“ დაამტკიცა.

ევროკომისიის განცხადების თანახმად, სტრატეგიის მიზანია ლგბტქ+ ადამიანების დაცვა მავნე პრაქტიკისა და სიძულვილით მოტივირებული დანაშაულებისგან, თანასწორობის ხელშემწყობი ლგბტქ+ თემებისა და ორგანოების გაძლიერება და სამოქალაქო საზოგადოების, ასევე წევრი სახელმწიფოებისა და სხვა აქტორების ჩართულობა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები