ლევან მაჭავარიანი – ჩახუნაშვილის გირაოს თანხის შესაგროვებლად ოჯახის თხოვნაზე: ჩვენ ვიცით, რომ ამ ოჯახს ნამდვილად არ უჭირს, მსუბუქად რომ ვთქვათ და ჩვეულებრივად აგრძელებენ „ნაციონალური მოძრაობის“ ხაზს

„ჩვენ ვიცით, რომ ამ ოჯახს ნამდვილად არ უჭირს, მსუბუქად რომ ვთქვათ და ჩვეულებრივად აგრძელებენ „ნაციონალური მოძრაობის“ ხაზს,“- ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა კონსტანტინე ჩახუნაშვილის ოჯახის მიერ მოქალაქეების მიმართ თხოვნაზე გირაოს თანხის შეგროვებასთან დაკავშირებით განაცხადა.

„როდესაც რაღაც ფული სჭირდებათ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს ან მათ აქტივისტებს, ისინი შემდეგ ამ ფულის შეგროვებას ხალხისგან ითხოვენ. სწორედ ასეთი სცენარი ვითარდებოდა გუშინაც, როდესაც [ჩახუნაშვილის] მამის გირაოს გადახდაზეა საუბარი. ჩვენ ვიცით, რომ ამ ოჯახს ნამდვილად არ უჭირს, მსუბუქად რომ ვთქვათ და ჩვეულებრივად აგრძელებენ „ნაციონალური მოძრაობის“ ხაზს. ითხოვენ, მოქალაქეებმა შეუგროვონ ეს თანხები, რაც ცოტა სამარცხვინოა. შესაძლოა, კიდევ მიზანი ისიც იყოს, რომ თითქოს, საზოგადოებას მოაჩვენონ, გაჭირვებული არიან და ჩვენს მოქალაქეებში მეტი ემოცია აღძრან უფრო მეტი თანაგრძნობისთვის“, – განაცხადა მაჭავარიანმა.

შეგახსენებთ, სასამართლომ ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს აღმკვეთის სახით გირაო შეუფარდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები