გიორგი ვოლსკი – ოპოზიციის ნაწილის მიერ არჩევნების აღიარებაზე: არ ვიცი სინდისმა შეაწუხა კონკრეტული ადამიანი, თუ რამ, მაგრამ „კოლექტიური ნაცმოძრაობა“ უკან არ იხევს იმ ნარატივიდან, რაც შექმნეს, რომ 2024 წლის ოქტომბრის არჩევნები გაყალბდა

არ ვიცი სინდისმა შეაწუხა კონკრეტული ადამიანი, თუ რამ, მაგრამ ფაქტია, რომ „კოლექტიური ნაცმოძრაობა“ უკან არ იხევს იმ ნარატივიდან, რაც შექმნეს, რომ 2024 წლის ოქტომბრის არჩევნები გაყალბდა, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ ოპოზიციის ნაწილის მიერ არჩევნების აღიარებასთან დაკავშირებით განაცხადა.

„ვფიქრობ, დაგვიანებული აღიარებაა. არ ვიცი სინდისმა შეაწუხა კონკრეტული ადამიანი, თუ რამ, მაგრამ ფაქტია, რომ „კოლექტიური ნაცმოძრაობა“ უკან არ იხევს იმ ნარატივიდან, რაც შექმნეს, რომ 2024 წლის ოქტომბრის არჩევნები გაყალბდა. რეალობა ის არის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მოიგო არჩევნები და რეალობაა ის, რომ მილიონ ორასი ათასი „ქართულ ოცნებას“ უჭერს მხარს“, – აღნიშნა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა წევრმა, ნიკა ობოლაძემ განაცხადა, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მმართველმა პარტიამ მოიგო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები