რატი იონათამიშვილი – ოპოზიციაზე: შეგნებულად და ხელოვნურად ცდილობდნენ ჩვენი ქვეყნის არა მხოლოდ დაზიანებას, არამედ განადგურებასაც

ეს არის აღიარება არა მხოლოდ იმის, რომ მათი მთელი კამპანია არჩევნებთან დაკავშირებით იყო სიყალბე და სიცრუე, არამედ ფაქტობრივი აღიარება არის, რომ მიზანმიმართულად მტრობდნენ ჩვენს ქვეყანას მოძალადე ექსტრემისტები, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

„სინამდვილეში თითოეულმა მათგანმა ძალიან კარგად იცოდა, რომ საპარლამენტო არჩევნები პირწმინდად წააგეს. შეგნებულად და ხელოვნურად ცდილობდნენ ჩვენი ქვეყნის არა მხოლოდ დაზიანებას, არამედ განადგურებასაც. ახლა, როდესაც თვითონ განადგურდნენ და დაზიანდნენ, ამ აღიარებითი ჩვენებით თუ ჰგონიათ, რომ ვინმე პასუხისმგებლობას გაექცევა, ამაშიც ძალიან ცდებიან“, – აღნიშნა იონათამიშვილმა.

ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა წევრმა, ნიკა ობოლაძემ განაცხადა, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მმართველმა პარტიამ მოიგო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები