გიორგი ვოლსკი 4 ოქტომბრის აქციაზე: ამ აქციის შინაარსი და მიზანი ეწინააღმდეგება ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებს
,,ქართული ოცნების” წევრი გიორგი ვოლსკი ოპოზიციის მიერ 4 ოქტომბერს დაანონსებულ აქციას „ქრონიკასთან“ გამოეხმაურა.
„ცდილობენ პროვოცირებას, ისეთი დაძაბულობის შექმნას, სადაც იქნება მსხვერპლი. ამ აქციის შინაარსი და მიზანი ეწინააღმდეგება ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებს. პირდაპირ არის დაკავშირებული იმ შეკვეთასთან, რასაც საქართველოს ნგრევის პროცესის დაწყება ჰქვია. რასაკვირველია, აქ სახელმწიფო იქნება შეურიგებელი.
„ნაცმოძრაობა“ იძულებული გახდა, რომ სადავეების ხელში აღების დემონსტრირება მოახდინოს. რა სისხლიანებიც იყვნენ, ისევ ისეთი სისხლიანები დარჩნენ. მათში არაფერი შეცვლილა“, – აღნიშნა ვოლსკიმ.