გიორგი ჯინჭარაძე ვანში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილებს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე ვანში, დევნილთა ჩასახლებებში არსებულ გამოწვევებს გაეცნო და აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას შეხვდა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინფორმაციით, ვანის ყოფილი პროფსასწავლებლის შენობაში მცხოვრებ დევნილებთან შეხვედრაზე მთავრობის თავმჯდომარე, მთავრობის წევრებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებოდა.

გიორგი ჯინჭარაძის თქმით, მნიშვნელოვანია დევნილთა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება და სწორედ ამიტომ, არსებული პრობლემების მოგვარების პროცესში აფხაზეთის მთავრობა აქტიურად თანამშრომლობს ადგილობრივ ხელისუფლებასთან.

„მნიშვნელოვანი შეხვედრა გავმართეთ დევნილ მოსახლეობასთან ვანში, სადაც პრობლემების იდენტიფიცირებას ვახდენთ და მათ საჭიროებებს ვეცნობით. დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებებში, ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად მიმდინარეობს პრობლემების შეფასება, რაზეც მათი მხარდაჭერით, ყველა საკითხზე სათანადო რეაგირებას განვახორციელებთ“, – განაცხადა გიორგი ჯინჭარაძემ.

დევნილი მოსახლეობის საჭიროებების დროული იდენტიფიცირებისა და მათი გადაჭრის მიზნით, შეხვედრები ეტაპობრივად ყველა კომპაქტურ ჩასახლებაში გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები